შერბორნის სააბატო
ვიკიპედიიდან
წმინდა ქალწულ მარიამის სააბატო ტაძარი (ინგლ. The Abbey Church of St. Mary the Virgin) მდებარეობს ქალაქ შერბორნში (დორსეტი, ინგლისი). 705-1075 წლებში იგი საქსონური კათედრალი, ხოლო 998-1539 წლებში ბენედიქტელთა სააბატო იყო. დღეისათვის იგი სამრევლო ტაძარია.
ტაძარი აგებულ იქნა 705 წელს ადჰელმის მიერ, რომელიც უესექსის მეფე ინე I-მა დასავლეთ უესექსის საეპისკოპოსოს პირველ ეპისკოპოსად აკურთხებინა. პირველადი კათედრალის ნაშთები შემორჩენილია დღევანდელ შენობაში.
მე-20 ეპისკოპოსმა ვულფზიგე III-ემ 998 წელს აქ ბენედიქტელთა სააბატო დააარსა. XII და XV საუკუნეებში დანგრეული კათედრალი ხელახლა იქნა აშენებული. 1539 წელს ჰენრი VIII-ემ გააუქმა სააბატო და კათედრალი სამრევლო ტაძრად აქცია.