შვიდი მთავარანგელოზი
ვიკიპედიიდან
შვიდ მთავარანგელოზთა სისტემა ანგელოლოგიის ძველი ტრადიციიდან მომდინარეობს. სხვადასხვა წყაროებში შვიდ მთავარანგელოზთა განსაზღვრება ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ასევე განსხვავადება მათი პლანეტებზე - მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი და სატურნი - მფარველობა. ყველაზე ადრეული მინიშნება შვიდ მთავარანგელოზზე მოიპოვება ენოქის I წიგნში (ეთიოპიური ენოქი), რომლის მიხედვით ისინი იყვნენ: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, რაგელი, ზარახიელი და რემიელი. რამდენიმე საუკუნით გვიან ფსევდო-დიონისიუსი მათ ამგვარად აყალიბებს: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, ქამუელი, იოფიელი და ზადკიელი. რომის პაპი გრიგოლ I-ის კლასიფიკაციით კი ისინი იყვნენ: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სიმიელი, ორიფიელი და ზახარიელი.
შვიდი მთავარანგელოზი განსაკუთრებით ფიგურერებს რიტუალურ მაგიურ ცერემონიებში, სადაც ყოველ მთავარანგელოზს გარკვეული ბეჭედი მიეკუთვნება.