შიო
ვიკიპედიიდან
შიო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1435-1438 და 1440-1447 წლებში. საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის ერთგული თანამოაზრე. შიო მონაწილეობდა თემურლენგის შემოსევათა შედეგად გაპარტახებული ქვეყნის აღდგენით სამუშაოებში. მცხეთის სვეტიცხოვლის შემცირებული მიწისმფლობელობის გაზრდის მიზნით შიომ სამეფო ხელისუფლებისაგან შეწირულებად მიიღო მრავალი სოფელი და ციხე არმაზი მისი ეკლესიითურთ.