ჩახავა, გიორგი
ვიკიპედიიდან
გიორგი ჩახავა, (*1923, თბილისი), ქართველი არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1941 წელს დაამთავრა 25-ე საშუალო სკოლა, არმიაში სამსახურის შემდეგ ჩააბარა და 1949 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. წარმოადგენს არქიტექტურული ხელოვნების მკვეთრად გამორჩეულ მიმდინარეობას. მისი პროექტები განხორციელებულია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - უკრაინაში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, ავღანეთში და ლიბანში. მისი ხელოვნების მთავარი მუზა - მისი ქვეყნის განუმეორებელი ბუნებაა, რომელიც გამორჩეულია სხვადასხვა კუთხის და რეგიონის ბუნებრივი ნიშნებით, მთის სოფლებით.
"უბრალო ქართველი გლეხ - კაცის უნარი - ააშენოს საცხოვრებელი იქ საიდანაც იხსნება ყველაზე მომხიბვლელი ხედი, თუნდაც საცხოვრისის კომფორტის დათმობის ფასად - ყოველთვის იწვევდა ჩემს გაოცებას" - აღნიშნავს გ. ჩახავა. არქიტექტორის განხორციელებული ნამუშევრები ამ ხედვის პირდაპირი, სივრცული (ძეგლით) დადასტურებაა. გ. ჩახავა ხშირად მიდის და თმობს მოცულობას, რომელშიც შესაძლოა შენობის დამატებითი, სასარგებლო ფართობი ყოფილიყო. ეს დათმობა რეალიზდება როგორც შიგნიდან ასევე გარედან ხედების გაუმჯობესების მიზნით.
1991 წელს არჩეულია აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრად. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ დაჯილდოვდა მედლით ”განსაკუთრებული დამსახურებისთვის არქიტექტურაში”. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. დაჯილდოებულია მედლებით, 1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მონაწილეობისთვის. არის მფლობელი სსრკ არქიტექტორთა კავშირის საპატიო სიგელებისა.