ჩიტბატონა
ვიკიპედიიდან
ჩიტბატონა (Serinus pusillus), ფრინველი ბეღურანსაირთა რიგისა. ტანად პატარაა, ჭრელად შეფერილი. მამალს თავზე წითელი "გვირგვინი" ადგას. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, კავკასიონის და მცირე კავკასიონის, შუა აზიასა და სამხრეთ ყაზახეთის, თარბა ღათაის მთიანეთში, საქართველოში ბინადრობს ზღვის დონიდან 1500-3500 მ-მდე ტყის ზედა ზონასა და სუბალპურ მთიანეთში. კვერცხს დებს 2-ჯერ, თითო დადებაზე 3-5 ცალს. იკვებება სარეველების თესლით, პატარ-პატარა ჭიებით. ჩიტბატონას ზოგჯერ არასწორად Carduelis carduelis-ს ეძახიან.