წალკა
ვიკიპედიიდან
წალკა, ქალაქი საქართველოში, წალკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავისა და მდინარე ხრამის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1460 მ სიმაღლეზე. მისი ძველი სახელია ეძანი, მოგვიანებით ბარმაქსიზი (1932 წლამდე). ისტორიული წალკა წყალსაცავმა დაფარა. X-XV საუკუნეებში თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი. ქალაქად გამოცხადდა 1984 წელს. მოსახლეობა 1,7 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ეძანის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, მეორე ეკლესია X საუკუნეს მიეკუთვნება. წალკაში არის მანგლისისა და წალკის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.