წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი
ვიკიპედიიდან
წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი (უკრ.: Михайлівський золотоверхий монастир; რუს.: Михайловский златоверхий монастырь) მდებარეობს კიევში, უკრაინა, ქალაქის კომერციულ-სავაჭრო უბანში, პოდილის რაიონში. მონასტერი შედგება წმ. მიხეილის საკათედრო ტაძრის, წმ. იოანე ნათლისმცემელის რეფექტორის (1713), ეკონომიჩნა ბრამასა (ჭიშკარი, 1760) და მონასტრის სამრეკლო კოშკისგან (1716-19).
მონასტერი დაფუძნდა 1108 წელს კნიაზი სვიატოსლავ იზიასლავოვიჩის მიერ ყოფილი დმიტრიევსკის მონასტრის ადგილას. 1108-13 წლებში აშენდა ოქროს გუმბათიანი ტაძარი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კიევის, როგორც მთავარანგენგელოზი მიქაელის მფარველობაში აყვანილი ქალაქისთვის. მე-12 საუკუნეში აქ კრძალავდნენ კიევის რუსეთის მმართველებს.