წრეწირი
ვიკიპედიიდან
წრეწირი არის სიბრტყის გეომეტრიის ერთერთი მნიშვნელოვანი ცნება. წრეწირი განიმარტება როგორც ევკლიდეს სიბრტყის ყველა იმ წერტილთა სიმრავლე (გეომეტრიული ადგილი), რომლებიც თანაბარი მანძილით, არიან დაშორებული სიბრტყის მოცემული წერტილიდან; აღნიშნულ მანძილს ეწოდება წრეწირის რადიუსი, აღნიშნულ წერტილს კი წრეწირის ცენტრი.