ჭავჭავაძე, გარსევან
ვიკიპედიიდან
გარსევან ჭავჭავაძე - XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, მეფის ეშიკაღასბაში და ყაზახის მოურავი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
გარსევან ჭავჭავაძემ როგორც ქართლ-კახეთის სამეფოს სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა აქტიური მონაწილეობა მიიღო 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დადებაში. იბრძოდა ქართლ-კახეთის საშინაო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ამის გამო 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სანკტ-პეტერბურგში გადაასახლა რუსეთის მთავრობამ. დასაფლავებულია ალეკსანდრ ნევსკის ლავრაში.