ჭინჭრაქა
ვიკიპედიიდან
ჭინჭრაქა, ღობემძვრალა (Troglodytes troglodytes), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეული სიგრძე 10-12 სმ, მასა 8-11 გ აღწევს. გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩედილოეთ ამერიკაში. საქართველოში ჩვეულებრივი მობინადრე ფრინველია, ვერტიკალურად გვხვდება ზღვის დონიდან 2100 მ-მდე. ბინადრობს ხშირ ბუჩქნარებში, ხევებისა და ხეობების პირას, ტყეში. ბურთივით მრგვალ ბუდეს იკეთებს ხავსისა და სხვა მცენარეებისაგან, აპრილში დებს 4-7 კვერცხს. ინკუბაცია 2 კვირამდე გრძელდება. იკვებება ობობებითა და წვრილი უხერხემლოებით, კენკრითა და მცენარეთა თესლით.