ჭიპაშვილი, ვლადიმერ
ვიკიპედიიდან
ვლადიმერ ჭიპაშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1964, თბილისი) - ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 2004 წლის მაისიდან.
[რედაქტირება] განათლება და სამეცნიერო მოღვაწეობა
- 1981 - ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1987 წელს.
- 1987 - 1988 - გაიარა ინტერნატურა სპეციალობით ქირურგია.
- 1992 - 1993 - სწავლობდა ქ. მოსკოვში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტურაში.
- 1992 - დაიცვა დისერტაცია თემაზე „ცოცხალი დონორიდან ღვიძლის წილის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციის ანატომიური დასაბუთება“.
- არის 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი
[რედაქტირება] შრომითი საქმიანობა
- 1988 - 1991 - მუშაობდა დაბა ხარაგაულის და შემდეგ ქ. ხაშურის რაისაავადმყოფოების ქირურგად.
- 1993-დან - მუშაობდა თბილისის სამედიცინო აკადემიაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, დოცენტად.
- 1998 - დაინიშნა ქ. თბილისის #1 კლინიკური საავადმყოფოს შპს „თორაკოაბდომინური ქირურგიის კლინიკის“ დირექტორად.
- 1999-დან - საქართველოს პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
- 2004, 4 მაისი - დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად.