ჯანდიერი, დავით
ვიკიპედიიდან
დავით ჯანდიერი (ასლანიშვილი) († 1 ივლისი, 1625), კახეთის დიდებული თავადი. 1614 წლის ქართლ-კახეთის თავადთა ერთ ჯგუფთან ერთად განჯას ეახლა შაჰ-აბას I-ს. 1615 შაჰმა, ნოდარ ჯორჯაძესთან ერთად, კახეთის გამგებლად დანიშნა. 1611-1617 წლებში ხელმძღვანელობდა კახეთის ბრძოლას შაჰ-აბას I-ის ლაშქრობების წინააღმდეგ. მარაბდის ბრძოლაში (1625) მეთაურობდა ერთ-ერთ მეწინავე რაზმს, სადაც დაიღუპა.