ჯიმარა
ვიკიპედიიდან
ჯიმარა, ჯიმარაი-ხოხი, გიმარაი-ხოხი - მწვერვალი ყაზბეგის რაიონში, ხოხის ქედზე, მდებარეობს მყინვარწვერიდან დასავლეთით 9 კმ-ზე. სიმაღლე 4780 მ. აგებულია თიხის ფიქალის, მეტამორფული ქანებისა და დიაბაზისაგან. დაფარულია თოვლით და ყინულით - გამყინვარების ფართობი 37 კვ.კმ-ს შეადგენს. ჯიმარას ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: დასავლეთით - მიდაგრაბინი, აღმოსავლეთით - სუატისი.