ჯინი
ვიკიპედიიდან
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული სპირტიანი სასმელია.ჯინი საკმაოდ უბრალო სასმელია. ის წარმოადგენს სპირტის, სტერილიზებული წყლისა და არომატიზატორების ნაერთს. ჯინში სპირტის შემცველობა 40-50%-ია.
მოცვი თავის დროზე ცნობილი იყო თავისი სამკურნალო თვისებებითა და არომატით. აფთიაქარები მას ახმობდნენ, რათა შემდგომ წამალი დაემზადებინათ. 1550 წელს ჰოლანდიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე აფთიაქარმა დე ლა ბომ პირველად დაამზადა მოცვისგან სამკურნალო საშუალება. ჯინის წარმოება 25 წლის შემდეგ, ლუკას ბოლსის ფირმის (Bol's) მიერ დაიწყო, რომელმაც წამალი სასმელად აქცია. 1575 წელს დაარსებული ეს ფირმა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველესად ითვლება. იმის გამო, რომ ჯინი მოცვზე მზადდებოდა და მისი არომატი ჰქონდა, ამ სასმელს პირველად, ფრანგულად Genievre უწოდეს. წლების შემდეგ მოხდა ამ სიტყვის ტრანსფორმირება და ალკოჰოლურმა სასმელმა ჯინის სახელი მიიღო. ჰოლანდიური სასმელი განსაკუთრებული წარმატებით ბრიტანეთში სარგებლობდა. XVI საუკუნის ბოლოს იქ მას "ჰონალდიურ მხნეობას" უწოდებდნენ. 1689 წელს ინგლისის სამეფო კარზე ვილჰელმ III ორანსკის ეპოქა დადგა. იგი ჰოლანდიის მეფედ რჩებოდა, წარმოშობითაც იქიდან იყო და ინგლისურის ცუდად ფლობის გამო, დისკომფორტს განიცდიდა. ადგილობრივების გულის მოსაგებად და ინგლისური მეწარმეობის განსავითარებლად, მან ქვეყანაში უცხოური სპირტიანი სასმელების შეტანა აკრძალა. ეს აკრძალვა პირველად ჰოლანდიურ სასმელს შეეხო. შემდგომი 40 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა ადგილობრივი ჯინის წარმოება. იაფი ჯინი პოპულარულ ინგლისურ სასმელად იქცა. განსაკუთრებით ღარიბ მოსახლეობაში მან ალკოჰოლიზმის პროვოცირება მოახდინა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეეზღუდა ჯინის წარმოება და მის მწარმოებლებს დიდი რაოდენობით გადასახადი დააკისრა. თუმცა ამ აკრძალვამ არ გაამართალა. მაშინვე გაჩნდა ჯინის იატაკქვეშ მწარმოებლების მთელი არმია, რომელიც მოსახლეობას საკმაოდ ძვირად აიფფასიან ჯინს სთავაზობდა. წლებთან ერთად სიტუაცია შეიცვალა. ჯინის წარმოების მეთოდები დაიხვეწა და სპეციალური ფირმებიც გაჩნდა. 1740 წელს შეიქმნა ბუტის (Booth) ოჯახის ფირმა, რომელიც ამ სასმელის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია. 1769 წლიდან ეწევა ჯინის ყველაზე ცნობილი მარკის წარმოებას ალექსანდრე გორდონის ფირმა. 1830 წელს ლონდონთან ჩარლზ ტენკერეის (Tanqueray) საწარმოც გაიხსნა, რომელიც ასევე ცნობილი მწარმოებელი იყო. ჯინის ნამდვილი პოპულარობის ეპოქა XIX საუკუნეში დადგა. ვიქტორიანულ ეპოქაში იგი უფრო მშრალი და არომატული გახდა. შეიცვალა მისი სტატუსიც, მას უკვე მაღალი კლასის წარმომადგენლები სვამდნენ. ეს კი მაშინ ხდებოდა, როცა იგივე წრე შოტლანდიურ ვისკის ახლოს არ ეკარებოდა. ჯინი ისეთივე მაღალი ხარისხის სასმელად ითვლებოდა, როგორც წითელი ღვინო. პოპულარობას მატებდა მას მატონიზირებელი ნივთიერებისა და წყლიანი სოდის დამატება. 1920 წელს უკვე კანონით განისაზღვრა ჯინის მახასიათებლები. მწარმოებლებს აეკრძალათ მისთვის სპირტის შექმნა. მათ უნდა ესარგებლათ არანაკლებ 96%-იანი ნამდვილი სპირტით. იმის გამო, რომ ჩვენს დროში ჯინში ხშირად გამოიყენება სიროფი, მატონიზირებელი წყალი, მისმა სიმაგრემ 35, 10%-დეც კი იკლო. ეს უარყოფითად აისახება მის არომატიზებულ გამაზე. ამიტომაც მიღებულ იქნა ევროპული კანონი, რომლის მიხედვითაც ჯინის სიმაგრე არ შეიძლება იყოს 37,5%-ზე ქვევით. ამ დროისათვის ჯინს იღებენ ორნაირი მეთოდით-ლონდონური მშრალი (London Gry Gin), რომლის შემადგენლობაშიც არის მოცვი, კარდამონი, ლიმნისა და ფორთოხლის ნაჭრები და ა.შ. ეს არის სასმელის ხარისხი, მაგრამ არა მარკა. არსებობს ჯინის ამ სახეობის კიდევ ერთი ნაირსახეობა, რომელშიც უკეთებენ მოცვის კარაქს. სპირტის მისაღებად იყენებენ სიმინდს ან ხორბალს, მათ ურევენ სხვა ნივთიერებებს, რომლებსაც ერთად ამუშავებენ. არსებობს სპირტის მიღების ჰოლანდიური მეთოდი, რომელიც სპირტის დაძველებას ითვალისწინებს. თუ სურთ, რომ ჯინს მოწითალო ფერი დაკრავდეს, სპირტს რამდენიმე კვირით კასრში ინახავენ, ხოლო თუ სურთ, რომ ის უფერული იყოს, მას მინის ჭურჭელში ათავსებენ. ჰოლანდიური მეთოდით დამზადებული ჯინი უფრო ძლიერია, ვიდრე ლონდონური, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო პოპულარულია მისი ფართო ასორტიმენტის გამო.