ჯუსოითი, ნაფი
ვიკიპედიიდან
ჯუსოითი, ნაფი გრიგოლის ძე (* 27 თებერვალი, 1925, სოფ. ნოგყაუ, ჯავის რაიონი), საბჭოთა ეპოქის ოსი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968). კ. ხეთაგუროვის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979; მოთხრობების კრებული "ადამიანის სიცოცხლე", 1976). სკკპ წევრი 1945-იდან. პირველი ლექსი 1945, ლექსების პირველი კრებული 1949 გამოაქვეყნა. ავტორია ლექსთა კრებულებისა "სიტყვა გულისა" (1953), "ლირიკა" (1955), "მე დავიბადე მთებში" (1960) და სხვ.; მოთხრობებისა და რომანებისა "წინაპართა სისხლი" (1969), "სირდონის ცრემლები" (1979) და სხვ. ლიტერატურული-კრიტიკული სტატიების წიგნისა "სიტყვის ყელოვნებისათვის" (1966), მონოგრაფიული წიგნებისა ოსური ლიტერატურის კლასიკოსებზე; თარგმნა ა. პუშკინის, ტ. შევჩენკოს, ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვის, ი. ჭავჭავაძის და სხვათა ნაწარმოებები.