ჯუსტი, ჯუზეპე
ვიკიპედიიდან
ჯუსტი, ჯუზეპე (* 13 მაისი. 1809, მონსუმანო ― †31 მარტი. 1850, ფლორენცია), იტალიელი პოეტი. სახელი გაითქვა სატირული ხასიათის პოლიტიკური ლექსებით, რომელთა შორის გამოირჩევა "ორთქლის გილიოტინა" (1833), "რისხვის დღე" (1835), "ჩექმა" (1836), "კონტრაქტი" (1841) და სხვები. ჯუსტს ეკუთვნის აგრეთვე სამიჯნურო ლირიკული ლექსები; შეადგინა ტოსკანური ანდაზების კრებული (1855).