ჰალიდ ზია უშაქლიგილი
ვიკიპედიიდან
ჰალიდ ზია უშაქლიგილი (* 31 ივლისი, 1866, სტამბოლი ― † 27 მარტი, 1945, იქვე) თურქი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე. სამწერლო ასპარეზზე ლექსებით გამოვიდა, მაგრამ სახელი პროზაული ნაწარმოებებით მოიხვეჭა. საფუძველი ჩაუყარა ევროპული ტიპის რომანსა და ნოველას. ქადაგებდა "წმინდა ხელოვნების" თეორიას, უმღეროდა პირად გრძნობებსა და განცდებს. მის ნაწერებში არ ასახულა თურქეთში მიმდინარე რთული სოციალური-პოლიტიკური გარდაქმნები. ავტორია რომანების "განკიცხული", 1887; "გაცრუებული იმედები", 1901 და სხვა. წერდა პიესებს, მოთხრობებს, მემუარებს, ლიტერატურულ-კრიტიკულ ნარკვევებს.