ჰალონენი, პეკა
ვიკიპედიიდან
ჰალონენი, პეკა (3 სექტემბერი, 1865, ლაპინლახტი, კუოპიოს პროვინცია ― † 1 დეკემბერი, 1933, ტუსულა, ჰელსინკის ახლოს), ფინელი ფერმწერი. სწავლობდა ჰელსინგფორსში მხატვართა წამახალისებელი საზოგადოების ხატვის სკოლაში (1886-1890), პარიზში ჟიულიანის აკადემიაში (1891-1892) და პ. გოგენთან (1894). განიცადა სიმბოლიზმის გავლენა. ასახავდა გლეხთა ცხოვრებას. მისი კომპოზიციები ნათელი და ცხადია, სახეები - ლაკონური, კოლორიტი - მდიდარი ("მომკელი", 1891; "სამუშაოდან დაბრუნება", 1905, ორივე - ათენეუმი, ჰელსინკი).