ჰამერ-პურგშტალი, იოზეფ ფონ
ვიკიპედიიდან
ჰამერ-პურგშტალი, იოზეფ ფონ (* 9 ივნისი, 1774, გრაცი ― † 23 ნოემბერი, 1856, ვენა),ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი. 1799-1807 ავსტრიის დიპლომატიურ სამსახურში იყო ოსმალეთის იმპერიაში. 1847-1849 ვენის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. მისი ძირითადი შრომები ეხება ოსმალეთის იმპერიის ისტორიას. ჰამერ-პურგშტალის მთავარი შრომა ეფუძნება თურქეთის წყაროების შესწავლისა და ავსტრიის არქივს (10-ტომიანი "ოსმალეთის იმპერიის ისტორია"), იგი დადებითად შეაფასა კ. მარქსმა.