ჰამზა ალ-ისფაჰანი
ვიკიპედიიდან
ჰამზა ალ-ისფაჰანი აბუ აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ჰასან (* დაახლოებით 893-961 და 971 შორის), ირანელი ისტორიკოსი და ფილოლოგ-ლექსიკოგრაფი. შუუბიას მიმდინარეობის მომხრე. მისი 12 თხზულებიდან (არაბულ ენაზე) ჩვენამდე მოაღწია სამმა, მ. შ. "მსოფლიო ისტორიამ" (შეიცავს ფაქტობრივ მასალას ირანის ისტორიისათვის 961-მდე). ჰამზა ალ-ისფაჰანიმ გამოიყენა არაბული წყაროები, ჩვენამდე მოუღწეველი სპარსული ეპიკური თქმულებებისა და სასახლის ქრონიკების "ხვატაინამაკის" ფალაური კრებული, წერილობითი და ზეპირი ცნობები ისლამამდელი ირანის შესახებ.