ჰამილტონი, უილიამ როუან
ვიკიპედიიდან
ჰამილტონი, ჰემილტონი უილიამ როუან (* 4 აგვისტო, 1805, დუბლინი ― † 2 სექტემბერი, 1865, დანსიკი, დუბლინის მახლობლად), ირლანდიელი მათემატიკოსი. ირლანდიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1827-იდან ასტრონომიის პროფესორი დუბლინის უნივერსიტეტში და საუნივერსიტეტო ასტრონომიური ობსერვატორიის დირექტორი. 1822-1825 ირლანდიის მეცნიერებათა აკადემიის "შრომებში" გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ჩამოაყალიბა [გერმანელი მათემატიკოსი ჰ. გრასმანისაგან (Grassmann, 1809-1877) დამოუკიდებლად და თითქმის იმავე დროს] კომპლექსური რიცხვების ზუსტი ფორმალური თეორია. შემოიღო ჰამილტონის კანონიკური განტოლებები (1834), დაადგინა უმცირესი ქმედების პრინციპი. ააგო თავისებური რიცხვების ე. წ. კვატერნიონების სისტემა.