ჰარშა
ვიკიპედიიდან
ჰარშა (სრული სახელი ჰარშავარდჰანა) ( ― † 647), ინდოეთის მმართველი (დაახლოებით 606-647) ჰუშპაბჰუტის (პუშიაბჰუტი) საგვარეულოდან. წერდა სანსკრიტზე. ცნობილია ჰარშას დრამები "რატნავალი", "პრიადარშიკა", რომელთა სიუჟეტი აგებულია სატრფიალო-ავანტიურულ ინტრიგაზე, და "ნაგების სიხარული" ("ნაგანანდა"), რომელსაც საფუძვლად უდევს ბუდისტური ლეგენდა სამართლიანობისათვის თავდადებული მეფის ჯიმუტავაჰანის შესახებ. ჰარშას რამდენიმე ლექსი შემოინახა ანთოლოგიებმა.