ჰატოიამა იტირო
ვიკიპედიიდან
ჰატოიმა იტირო (* 1 იანვარი, 1883, ტოკიო ― † 7 მარტი, 1959, იქვე), იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე. 1927-იდან სეიიუკსაის (იაპონიის მსხვილი ბურჟუაზიისა და მემამულეთა) პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1931-1934 განათლების მინისტრი. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს შედიოდა ტახტის დახმარების ასოციაციაში. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, 1945 ნოემბერში, დაარსდა ლიბერალური პარტია და მისი თავმჯდომარე იყო აშშ-ის საოკუპაციო ხელისუფალტა მიერ პოლიტიკური მოღვაწეობიდან მის ჩამოშორებამდე (1946 მაისამდე). სან-ფრანცისკოს საზავო ხელშეკრულების დადების (1951) შემდეგ დაუბრუნდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და 1954-იდან - 1956 დეკემბრამდე, როგორც დემოკრატიული პარტიის (1955 ნოემბრიდან - ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია) პრეზიდენტი, მეთაურობდა მინისტრთა კაბინეტს. 1956 წლის 19 ოქტომბერს მოსკოვში იაპონიის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა სსრკ-იაპონიის ერთობლივ დეკლარაციას საომარი მდგომარეობის შეწყვეტისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. 1957-1959 იყო "იაპონია-სსრკ" საზოგადოების პრეზიდენტი.
იაპონიის პრემიერ-მინისტრები | ![]() |
|
---|---|---|
იტო ჰირობუმი - კუროდა კიიოტაკა - იამაგატა არიტომო - მაცუკატა მასაიოსი - იტო ჰირობუმი (მეორედ) - მაცუკატა მასაიოსი (მეორედ) - იტო ჰირობუმი (მესამედ) - ოკუმა სიგენობუ - იამაგატა არიტომო (მეორედ) - იტო ჰირობუმი (მეოთხედ) - კაცურა ტარო - საიონძი კიმოტი - კაცურა ტარო (მეორედ) - საიონძი კიმოტი (მეორედ) - იამამოტო გონბეი - ოკუმა სიგენობუ (მეორედ) - ტერაუტი მასატაკე (მეორედ) - ჰარა ტაკასი - ტაკაჰასი კორეკიიო - კატო ტომოსაბურო - იამამოტო გონბეი (მეორედ) - კიიოურა კეიგო - კატო ტაკააკი - ვაკაცუკი რეიჯირო - ტანაკა გიიტი - ჰამაგუტი ოსატი - ვაკაცუკი რეიძირო (მეორედ) - ინუკაი ცუიოსი - საიტო მაკოტო - ოკადა კეისუკე - ჰიროტა კოკი - ჰაიასი სენძიურო - კონოე ჰუმიმარო - ჰირანუმა კიიტირო - აბე ნობუიუკი - იონაი მიცუმასა - კონოე ჰუმიმარო (მეორედ) - ტოძიო ჰიდეკი - კოისო კუნიაკი - სუძუკი კანტარო - ჰიგასიკუნი ნარუჰიკო - სიდეჰარა კიძიურო - იოსიდა სიგერუ - კატაიამა ტეცუ - ასიდა ჰიტოსი - იოსიდა სიგერუ (მეორედ) - ჰატოიამა იტირო - ისიბასი ტანძან - კისი ნობუსუკე - იკედა ჰაიატო - სატო ეისაკუ - ტანაკა კაკუეი - მიკი ტაკეო - ჰუკუდა ტაკეო - ოჰირა მასაიოსი - სუძუკი ძენკო - ნაკასონე იასუჰირო - ტაკესიტა ნობორუ - უნო სოსუკე - კაიჰუ ტოსიკი - მიიაძავა კიიტი - ჰოსოკავა მორიჰირო - ჰატა ცუტომუ - მურაიამა ტომიიტი - ჰასიმოტო რიუტარო - ობუტი კეიძო - მორი იოსირო - კოიძუმი ძიუნიტირო - აბე სინძო |