ჰაჯიბეილი, ვალერია
ვიკიპედიიდან
ვალერია ქერიმის ასული ჰაჯიბეილი (* 20 მაისი/2 ივნისი, 1914, თბილისი), საბჭოთა ეპოქის ქართველი არქიტექტორი.
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967). დაამთავრა ს. კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი (1936). ნამუშევრები: თბილისში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიული ინსტიტუტი (1969), საქართველოს ცენტრალური საარქივო სამმართველოს შენობა (1970), კულტურის სახლი საგარეჯოში (1981) და სხვები.