ჰაჯი აჰმედ-ფაშა
ვიკიპედიიდან
ჰაჯი აჰმედ-ფაშა ჯაყელი ( ― † 1758), ახალციხის (ჩილდირის) ვილაიეთის ფაშა 1745-1758, საფაშო ტახტზე ავიდა მამის ისაყ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ. იბრძოდა მესხეთში ქრისტიანული მოსახლეობის გამაჰმადიანებისათვის, მისი ინიციატივით ახალციხის რაბათში აშენდა დიდი მეჩეთი, აქვე დაარსდა ახალციხის ცნობილი ბიბლიოთეკა და მაჰმადიანური სასწავლებელი. მშენებლობისათვის საჭირო სახსრები მძიმე ტვირთად აწვებოდა ხელდებულ მხარეებს. იმერეთის სამეფოდან ყოველწლიურად გაჰქონდათ 50 ათასი სკუდი და გაჰყავდათ მრავალი ტყვე. ამან იმერეთში აჯანყება გამოიწვია. ჰაჯი აჰმედ-ფაშამ კოლა ფაშასთან ერთად 1757 დეკემბერში ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარით იმერეთზე გაილაშქრა. ამ ბრძოლაში (ხრესილის ბრძოლა) თურქთა ლაშქარი დამარცხდა. დამარცხებული ჰაჯი აჰმედ-ფაშა 1758 დასაწყის თანამდებობიდან გადააყენეს და თავი მოჰკვეთეს.