ჰუსეინ, რაჰმი გურფინარი
ვიკიპედიიდან
ჰუსეინ, რაჰმი გურფინარი (* 17 აგვისტო, 1864, სტამბოლი ― † 8 მარტი, 1944, იქვე), თურქი მწერალი. დაიბადა სულთნის კარის მოხელის ოჯახში. შეისწავლა ფრანგული ენა. მუშაობდა წვრილი მოხელის თანამდებობაზე. 1908 ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ მწერლობით ირჩენდა თავს. მისი თხზულებების პერსონაჟები სტამბოლის მკვიდრნი არიან. მწერალი ე. წ. "პატარა კაცის" გულის მესაიდუმლეა. ილაშქრებს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ, დასცინის თურქეთის მაღალი საზოგადოების გალომანიას. ავტორია რომანებისა "შიკი" (1889), "ხასა" (1900), "მოკვეთილი თავი" (1942), "გიჟი ვარ" (1944), მოთხრობების კრებულებისა და პიესებისა. მისი ნაწარმოებების სტილი მსუბუქია, შეიცავს სტამბოლის სალაპარაკო ენის ელემენტებს.