Live 8
ვიკიპედიიდან
Live 8 (ასევე იხილეთ Live Aid, რომელიც მას წინ უსწრებდა 20 წლით ადრე) იყო საქველმოქმედო კონცერტების სერია, რომელიც ჩატარდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.ეს აქცია დაკავშირებული იყო "დიდი რვიანის" ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრასთან, 2005 წლის 6-8 ივლისს, შოტლანდიაში.ასევე ეს აქცია დაემთხვა Live Aid-ის 20 წლის თავს.აქციაში მონაწილეობა მიიღო ბრიტანულმა ორგანიზაციამ Make Poverty History, ხოლო ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო მუსიკოსი ბობ გელდოფი.აქციის მიზანი იყო მსოფლიოს ლიდერთა ყურადღების მიქცევა აფრიკაში მცხოვრები მოშიმშილე ხალხის პრობლემებისადმი და აფრიკისათვის საერთაშორისო ვალების გაუქმება.2 ივლისს პარალელურად ჩატარდა ათი კონცერტი, საბოლოო კი - 6 ივლისს, შოტლანდიაში, სადაც ასევე გადაწყდა, რომ მსოფლიო დაეხმარება აფრიკას 50 ბილიონი დოლარით წელიწადში, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ 2010 წლისთვის.