Neverland
ვიკიპედიიდან
Neverland არის ჯგუფ მარილიონის სიმღერა ალბომიდან Marbles. სიმღერა გამორჩეულია მდიდარი არანჟირებით, სასიამოვნო მელოდიით და თავისი ხანგრძლივობით, რომლის ნახევარიც უკავია სოლოს გიტარაზე.
[რედაქტირება] სიმღერის განმარტება
სიმღერის ტექსტი ტრიალებს ცნობილი მწერლის, ჯეიმს ბარის ნაწარმოების პიტერ პენის ირგვლივ. აქ ნახსენებია კაპიტანი კაუჭა და ტიკ-ტოკი (როგორც ეტყობა, მინიშნება ნიანგზე, რომელმაც საათი გადაყლაპა. სიმღერაში ასევე საუბარია სხვა ადამიანთან ურთიერთობის სურვილზე.