აბაზგები
ვიკიპედიიდან
აბაზგები (ბერძნ. Abasgio), ძველი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს არიანე ფლავიუსი (II ს.). იმ დროს აბაზგები აფსილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ და დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის რაიონის ტერიტორია ეკავათ. VI-VII საუკუნეებში ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და დაიკავეს ტერიტორია მდ. გუმისთიდან ბზიფამდე, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთით სანიგები ცხოვრობდნენ. სახელწოდება "აბაზგი" იმავე ფუძისაა, რაც "აფსილი" (დიალექტიკური გამჟღერებული ფორმა). ამ სიტყვისაგან მომდინარეობს ქართული "აბხაზი" - აფხაზი.