აგვისტო
ვიკიპედიიდან
<< | აგვისტო | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 | ||||||
2008 |
აგვისტო (ლათ. Augustus) არის გრიგორიანული კალენდრის მერვე თვე. აგვისტოში 31 დღეა.
სახელი ეწოდა კეისარ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად. ადრე ამ თვეში 30 დღე იყო, მაგრამ როცა აგვისტო დაერქვა, ერთი დღე დაუმატეს, რათა მასში იმდენივე დღე ყოფილიყო, რამდენიც ივლისში (იულიუს კეისრის თვე). ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით „ქველთობისა“ ერქვა. შემდეგ აგვისტოს პარალელურად მარიამობისთვე გავრცელდა.
აგვისტო არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
აგვისტოს ზოდიაქოს ნიშნებია ლომი და ქალწული.
აგვისტო იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც თებერვალი მხოლოდ ნაკიან წელს.
[რედაქტირება] აგვისტოს მოვლენები
- ძვ. წ. 216 : მეორე პუნიკური ომი — კანების ბრძოლა;
- ძვ. წ. 30 : ეგვიპტე რომის პროვინცია გახდა;
- 70 : რომაელებმა იერუსალიმი აიღეს და მეორე ტაძარი დაანგრიეს;
- 79 : ვეზუვის ამოფრქვევა, პომპეის და ჰერკულანუმის განადგურება;
- 988 : რუსებმა ქრისტიანობა მიიღეს;
- 1483 : გაიხსნა სიქსტეს კაპელა;
- 1572 : პარიზში წმინდა ბართლომეს ღამე მოხდა;
- 1806 : საღვთო რომის იმპერიის აღსასრული;
- 1830 : ტახტზე უარი თქვა საფრანგეთის მეფე შარლ X-მ;
- 1832 : ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს;
- 1869 : იაპონიაში სამურაების კლასი გაუქმდა;
- 1934 : ჰილტერი გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოვიდა;
- 1945 : მეორე მსოფლიო ომი — ამერიკელებმა ჰიროსიმაზე და ნაგასაკიზე ატომური ბომბები ჩამოაგდეს;
- 1960 : ნიგერია საფრანგეთისგან დამოუკიდებელი გახდა;
- 1991 : საბჭოთა კავშირი დაიშალა.
[რედაქტირება] იხილეთ სხვა თვეები
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |