ავლაბრის სტამბა
ვიკიპედიიდან
ავლაბრის სტამბა, რსდმპ კავკასიის კავშირის კიმიტეტის ავლაბრის არალეგალური სტამბა, დაარსდა 1903 წლის დამლევს თბილისში.
სტამბის მოწყობა დავალებული ჰქონდა მიხო ბოჭორიძეს. მან შენობის ასაგებად ქალაქის განაპირა უბანი - ავლაბარი შეარჩია. 1907 წლის 7 ოქტომბერს ქალაქის გამგეობამ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების ყოფილ მუშას დ. როსტომაშვილს, რომელსაც აქ იჯარით მიწის ნაკვეთი ჰქონდა აღებული, სახლის აშენების უფლება მისცა და პროექტიც დაუმტკიცა. ბოჭორიძემ კი მშენებლობასთან ერთად შეიმუშავა კონსპირაციის გეგმა: შენობის სარდაფქვეშ, ღრმა მისწისქვეშეთში, განზრახული იყო დიდი არალედალური სტამბის მოწყობა. მშენებლობა რევოლუციონერ მუშებს ალექსანდრე, ნუკო და ვანო ჩოდრიშვილებს, მირიმან და თედო მაღრაძეებს მიანდეს. მოკლე ხანში აშენდა ოროთახიანი სახლი.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |