ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ალგეთის ხეობა - ვიკიპედია

ალგეთის ხეობა

ვიკიპედიიდან

ალგეთის ხეობა, ხეობა ("ქვეყანა") ისტორიული ქვემო ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება თრიალეთის ქედი, აღმოსავლეთით - მდ. მტკვარი, სამხრეთით - მდ. ქცია და წინწყაროს პლატო, დასავლეთით - წალკა-თრიალეთის ზეგანი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მოსახლეობის კვალი (კიკეთი, აბელია, ფარცხისი, არდისუბანი, მუხათი). ხეობის ზემო წელის სამხრეთ-დასავლეთით, ბედენის პლატოზე, გათხრილია შუაბრინჯაოს ეპოქის ვეებერთელა ყორღანები. ნაპოვნია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ეპოქის ძეგლები, მეტწილად სამოსახლო გორებზე (ზირბითი, ჩხიკვთა, მაწევანი, თონეთი, საფუძრები, არხოტი და სხვა). მათგან ზოგს შემოვლილი აქვს მშრალი წყობით ნაგები ე. წ. ციკლოპური გალავანი.

გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ვრცელისამაროვანია შესწავლილი ალგეთის ხეობის შუაწელზე - "მადნისჭალაში". ძნელად მისადგომი ბუნებრივი სიმაგრეები იყო უძველესი სამოსახლოები - ლოდოვანები (ბედენის, ლაკვის, გოხნარის, დურნუკისა და სხვა), რომლითაც დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ საცხოვრებლად. ადრინდელი ანტიკური ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალგეთის სამარხი, ამავე ხანის ძეგლებია აღმოჩენილი აბელიაში, მანგლისში, არდისუბანში, ასურეთში. მანგლისშივეა მოკვლეული ელინისტური ხანის მასალა (ცხოველთა და ფრინველთა ნივთები). როგორც ჩანს, მანგლისი, სადაც დიდი სავაჭრო-ეკონომიუკური და სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გზები გადიოდა, ადრევე იქცე ალგეთის ხეობის ერთ-ერთ ცენტრად. ვახტანგ გორგასლის დროს იგი საეპისკოპოსოს ცენტრი გახდა და ამ დროიდან მთელმა ალგეთის ხეობამ "მანგლისის ხევის" სახელი მიიღო. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მანგლისის ხევის საზღვრები სცილდებოდა ალგეთის ხეობის გეოგრაფიულ ფარგლებს და ვერეს (სკვითრეთის) ხეობის დიდ ნაწილს მოიცავდა.

ქართლში არაბთა დამკვიდრების შემდეგ ქვემო ქართლი და მასთან მანგლისის ხევიც თბილისის საამიროს შემადგენლობაში მოექცა. IX საუკუნის ბოლოს თრიალეთის ბაღვაშები დაეპატრონნენ და ალგეთის ხეობის თავში კლდეკარის ციხე ააგეს. ალგეთის ხეობა ორ პოლიტიკურ ერთეულს შორის გაყოფილი აღმოჩნდა. მისი ზემოწელი კლდეკარის საერისთავოში შედიოდა, ქვემოწელი კი თბილისის საამიროს შემადგენლობაში რჩებოდა. თბილისის საამიროს იცავდა ორბეთის, ბირთვისისა და ფარცხისის ციხეთა ძლიერი ერთიანი სისტემა, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდა ალგეთის ხეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში: ვინც მას ფლობდა, ის იყო ალგეთის ხეობის ბატონ-პატრონი. ამიტომ იყო, რომ კლდეკარის ერისთავები თავგამოდებით ებრძოდნენ თბილისის ამირებს ამ ციხეებისათვის. ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ალგეთის ხეობა სამეფო მამულად აქცია. განვითარებულ შუა საუკუნეებში ეს იყო მჭიდროდ დასახლებული და დაწინაურებული "ქვეყანა", რასაც მოწმობს ამ ხანის უამრავი ნასოფლარი და მატერიალური კულტურის ძეგლი. აქ მდებარეობდა საქართველოს მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები: კოჯორი, ტაბახმელა და გუდარეხი.

იმის გამო, რომ ალგეთის ხეობის ზემო- და ქვემოწელი რელიეფითა და ჰავით საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისაგან, აქ მეურნეობის მრავალი დარგი იყო განვიტარებული. ხეობის ქვემოწელში წამყვანი ადგილი ოდითგანვე ეკავა სახნავ მიწათმოქმედებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ეს მხარე გაპარტახდა და მომთაბარე თურქმანი ტომების საზამთრო საძოვრად იქცა.

ხეობის შუაწელში განვიტარებული იყო მევენახეობა, მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები. ზემოწელში უმთავრესად მემინდვრეობა და მესაქონლეობა იყო გავრცელებული. ალგეთის ხეობაზე გადიოდა ცნობილი ცხვრის გზა. თრიალეთ-ჯავახეთის საძოვრებისაკენ მიმავალი კახეთის ცხვარი გაივლიდა კოჟრისა (კოჯრის) და ორბეთის ციხეების ძირას და მდ. ალგეთზე გადებული სპეციალური ცხვრის ხიდით ადიოდა ბედენის პლატოზე, რომელიც უშუალოდ თრიალეთს ეკვრის.

XV საუკუნისათვის, როდესაც საქართველოს ფეოდალურ საზოგადოებრივ ურთიერთობაში ახალი ვითარება შეიქმნა და სათავადოების სისტემა წარმოიშვა, ალგეთის ხეობა ქვიისა და მაშავერის ხეობებთან ერთად საბარათიანოს შემადგენლობაში მოექცა. XVI-XVII საუკუნეებში საბარათიანო რამდენიმე სათავადოდ დაიშალა, რომელთა დიდი ნაწილი ისევ ალგეთის ხეობაში ჩამოყალიბდა (საგოსტაშაბისშვილო - ცენტრით ამლივ-ტბისში, საგერმანოზიშვილო - ცენტრით გუდარეხში და ა. შ.). XIX საუკუნეში ალგეთის ხეობა თბილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრის შემადგენლობაში შედიოდა. ამჟამად ალგეთის ხეობის ზემოწელი თეთრი წყაროს რაიონს ეკუთვნის, ქვემოწელი - მარნეულის რაიონს.

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com