ანატოლია
ვიკიპედიიდან
ანატოლია (თურქ.: "Anadolu",ბერძ.: "Aνατολή" Αnatolē or Ανατολία Anatolìa) რეგიონია სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, რომელიც ამჟამად თურქეთის აზიურ ნაწილს ჰქვია. (თურქეთის ევროპულ ნაწილს რუმელია ჰქვია). ტერმინი ნიშნავს "მზის ამოსვლას" ან "აღმოსავლეთს". თურქული სიტყვა Anadolu ბერძნული ვერსიიდან არის გადმოღებული. ქვეყნის ამ ნაწილს ასევე ლათინურად Asia Minor-ს (მცირე აზია) უწოდებენ.
[რედაქტირება] ისტორია
აზიისა და ევროპის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობის გამო, ანატოლია რამდენიმე ცივილიზაციის დასაბამი გახდა პრეისტორიული პერიოდიდან, ნეოლითური დასახლებებით Çatalhöyük (ნეოლითური თიხისწარმოება), Çayönü (თიხამდელი ნეოლითიდან), Nevali Cori (თიხამდელი ნეოლითი), Hacilar (ნეოლითური თიხისწარმოება), Göbekli Tepe (თიხამდელი ნეოლითი) და Mersin. ტროას დასახლება ნეოლითურ ხანაში იწყება და რკინის ხანაში გრძელდება. უდიდეს ცივილიზაციათაგან, რომელთაც აქ დასახლება ჰქონიათ ანდა დაუპყრიათ იყვნენ კოლხები, ხათები, ლუვიელები, ხეთები, ფრიგიელები, კიმერიელები, ლიდიელები, სპარსელები, კელტები, თაბალები, მუშქები, ბერძნები, პელასგები, სომხები, რომაელები, გუთები, ქურთები, ბიზანტიელები, სელჯუკები და ოსმალები.