ანთროპოლოგია
ვიკიპედიიდან
ანთროპოლოგია არის მეცნიერება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის, ადამიანთა რასების შესახებ. იკვლევს ადამიანის ფიზიკური ტიპის ვარიაციებს დროსა და სივრცეში, ადამიანისა და მისი რასების წარმოშობის, ჩამოყალიბების და შემდგომი განვითარების შესწავლის მიზნით.
ანთროპოლოგია, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში. მისი დამოუკიდებელი დარგებია: ადამიანის მორფოლოგია, სწავლება ანთროპოგენეზის შესახებ, რასათმცოდნეობა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან სწრაფად ვითარდება კომპლექსი დისციპლინებისა, რომელთაც აერთიანებენ საერთო სათაურით “ადამიანის ბიოლოგია”. იგი შეისწავლის ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და გენეტიკურ ფაქტორებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმის აგებულების ვარიაციებსა და განვითარებაზე.