ახმეტის რაიონი
ვიკიპედიიდან
ახმეტის რაიონი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი კახეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1946 წლამდე შედიოდა თელავის რაიონის შემადგენლობაში, შემდეგ გამოიყო ცალკე რაიონად.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის ჩრდილოეთ (თუშეთი) და სამხრეთ კალთებზე. ტერიტორია — 2208 კვ.კმ., მათ შორის უდიდესი ნაწილი მთიანია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 830 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: კავკასიონის ჩრდილოეთით — პირიქითი ალაზანი და თუშეთის ალაზანი, რომლებიც ერთდებიან და ქმნიან ანდის ყოისუს, კავკასიონის სამხრეთით — ალაზანი და ილტო მრავალი შენაკადებით. პანკისის ხეობაში მდებარეობს ბაწარის ნაკრძალი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა — 42 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 19 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 76 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 75 სოფელი. დიდი სოფელია მატანი (5,5 ათასი).
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო — 1: ახმეტა;
- თემის საკრებულო — 11: დუისის, ზემო ალვანის, ზემო ხალაწანის, ზემო ხოდაშნის, მაღრაანის, ომალოს, ოჟიოს, საკობიანოს, ქვემო ალვანის, ქისტაურის, ჯოყოლოს;
- სოფლის საკრებულო — 2: მატანი, კასრისწყალი.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგებია მევენახეობა, მემარცვლეობა, სარძევე მეცხოველეობა და მეცხვარეობა. მისდევენ ასევე მეხილეობას, მებოსტნეობას, მეაბრეშუმეობას. მრეწველობის დარგებიდან მთავარია ხე-ტყის დამუშავება და კვების მრეწველობა. რაიონის ტერიტორიაზე გადის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 45 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 30 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და 2 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობანი
რაიონში ბევრი ხუროთმოძღვრების ძეგლები, ძირითადად თავდაცვითი მნიშვნელობისა: ბახტრიონის ციხე-გალავანი, კვეტერის ციხე, ალავერდის ანსამბლი (XI ს.), მატნის მონასტერი, ზემო ალვანის სასახლე და სხვა.
კახეთის მხარე | |
ახმეტის რაიონი | გურჯაანის რაიონი | დედოფლისწყაროს რაიონი | თელავის რაიონი | ლაგოდეხის რაიონი | საგარეჯოს რაიონი | სიღნაღის რაიონი | ყვარლის რაიონი |