ბარძიმ ვაჩნაძე
ვიკიპედიიდან
ბარძიმ ვაჩნაძე, XVII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი. „შაჰნამეს“ ქართული ვერსიები ერთ-ერთი ციკლის „უთრუთიან-საამიანის“ გამლექსავი. ვაჩნაძე ზუსტად მისდევს ქართულ პროზაულ ტექსტს, მისი ლექსი საკმაოდ გამართულია, იგრძნობა რუსთაველის დიდი გავლენა. ვაჩნაძის თხზულება დაიწერა ოდიშში, ლევან დადიანის კარზე. ტექსტს აკლია დასაწყისი და დასასრული.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ბარამიძე ა., როსტომიანი, წგნ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- გვახარია ა., ქსე, ტ. 4, გვ. 332, თბ., 1979