ბასკების ქვეყანა
ვიკიპედიიდან
ბასკების ქვეყანა, ბასკონია (Vascongadas Vasconia), (ბასკურად ეუსკადი), ეოვნული ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ ესპანეთში, ბისკაიას ყურის სანაპიროზე. 1926-1937 წლებში ესპანეთის ავტონომიური რაიონი. უმთავრესად ბასკები ცხოვრობენ. მოიცავს ბისკაიის, გიპუსკოის და ალავის პროვინციებს. მთავარი ქალაქი და ნავსადგური - ბილბაო. ბასკების ქვეყანას უკავია კანტაბრიის მთების დადაბლებული აღმოსავლეთი ნაწილი და ბისკაოოს ყურის ბორცვიანი სანაპირო. ჰავა - ზომიერი ზღვიური. ფართოფოთლიანი ტყეები.
- ფართობი - 7,3 ათასი.
- მოსახლეობა - 2.100 ათასი.
- ადმინისტრაციული ცენტრი - ვიტორია.
- ენები: კასტილიური და ბასკური. ბასკურს სხვადასხვა ხარისხით ფლობენ: ალავაში 13%, გიპუსკოაში 48%, ბისკაიაში 27%.
- ეროვნული დღესასწაული – 28 მარტი, Aberri Eguna („სამშობლოს დღე“).
- რეგიონალური პარლამენტი – 75 წევრი.