ბენგალები
ვიკიპედიიდან
ბენგალები — ხალხი, ბანგლადეშის ძირითადი მოსახლენი (109,5 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე ინდოეთში (80 მლნ), ნეპალში, ბჰუტანში, სინგაპურში. მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ინდო-მედიტერანეულ შტოს. სამხრეთ-აღმოსავლეთში ჭარბობს მონგოლოიდური ელემენტები, სამხრეთში - დრავიდული.
- სახელები: ფრანგულად — Bengalis; რუსულად — Бенгалцы.
- საერთო რაოდენობა: 189,65 მლნ.
- ენა: ბენგალური ანუ ბანგლა-ბჰასა; ფართოდ იყენებენ ჰინდის, ურდუს, ინგლისურს.
- მორწმუნეები: ბანგლადეშში ძირითადად სუნიტი მუსულმანები, ინდოეთში ძირითადად ინდუისტები.