ბერძნული დამწერლობა
ვიკიპედიიდან
ბერძნული დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | ბერძნული ენა | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 800 - დღემდე | |
წინამორბედი დამწერლობები: | ქანაანური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა ბერძნული დამწერლობა |
|
წარმოებული დამწერლობები: | გოტიკური, გლაგოლიცა, კირილიცა, ძველი იტალიკური დამწერლობა, ლათინური დამწერლობა, კოპტური დამწერლობა, სომხური დამწერლობა (სადავოა) |
|
ISO 15924 კოდი: | Grek | |
ბერძნული ანბანი | |
---|---|
Αα ალფა | Νν ნიუ |
Ββ ბეტა | Ξξ ქსი |
Γγ გამა | Οο ომიკრონ |
Δδ დელტა | Ππ პი |
Εε ეფსილონ | Ρρ რო |
Ζζ ძეტა | Σσ სიგმა |
Ηη ეტა | Ττ ტაუ |
Θθ თეტა | Υυ იფსილონ |
Ιι იოტა | Φφ ფი |
Κκ კაპა | Χχ ხი |
Λλ ლამბდა | Ψψ ფსი |
Μμ მიუ | Ωω ომეგა |
არქაული ასოები: | |
Ϝϝ დიგამა | Ϙϙ ქოპა |
Ϛϛ სტიგმა | Ϡϡ სამპი |
Ϻϻ სან | Ϸϸ შო |
|
|
Greek diacritics |
ბერძნული დამწერლობა არის ბერძნული ენის ანბანი. პირველი წარწერები გვხვდება ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში. იგი წარმოიშვა ძველი ინიკიური დამწერლობისაგან. ფინიკიურიდან ბერძნულში გადმოსვლისას ყველა ასომ სახე შეიცვალა, ბერძნებმა ანბანში პირველებმა შემოიტანეს ხმოვნები. ბერძნულ ანბანში 24 ასოა, მათგან შვიდი ხმოვანია. ისევე როგორც ლათინურსა და კირილიცაში, ბერძნულშიც არის დიდი და პატარა ასოები.
[რედაქტირება] ასოთა სახელწოდებები
ასოთა სახელწოდებები, ისევე როგორც მოხაზულობები, ბერძნებმა ფინიკიურისგან გადმოიღეს. მაგალითად ფინიკიურში პირველი ორი ასოს სახელწოდებაა ”ალეფ” და ”ბეთ”, ბერძნულშიც იგივე ასოებს ჰქვიათ ”ალფა” და ”ბეტა”.
ზოგიერთი ხმოვნის სახელი დამკვიდრდა ბიზანტიურ ხანაში. მაგალითად ”ომიკრონ” (ο) და ”ომეგა” (ω). ამ ასოთა სახელი მომდინარეობს სითყვებიდან მიკრონ (პატარა) და მეგა (დიდი), ხოლო თუ ამ ასოებს მივუწერთ ”ო”-ს მივიღებთ: ო-პატარა (ო-მიკრონ) და ო-დიდი (ო-მეგა). ასევე ”იფსილონ” და ”ეფსილონ”, ნიშნავს ი-მოკლე და ი-გრძელი.
[რედაქტირება] ასოთა კომბინაციები
არსებობს ასევე ასოთა ზოგიერთი კომბინაცია, რომლებიც ერთი ნიშნით გამოისახება. ბერძნულში ეს ნიშნებიც ბიზანტიურ ხანაში დამკვიდრდა. მათი ნაწილი კი დღესაც გამოიყენება:
- სტიგმა (Ϛ ϛ), სიგმა და ტაუ ერთად.
- ამოტრიალებული ომიკრონი (Ȣ ȣ, ან Ʊ ʊ). იშვიათად გამოიყენება „ου“ კომბინაციის ნაცვლად.