გრიგოლ აბაშიძე
ვიკიპედიიდან
გრიგოლ დავითის ძე აბაშიძე (დ. 1866, სოფ. დილიკაური, ზესტაფონის რაიონი ― გ. 1903, პეტერბურგი), ქართველი პოეტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
სამწერლო ასპარეზზე XIX საუკუნის 80-იან წლებში გამოვიდა. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, სალიტერატურო საღამოებში. აბაშიძის პოეზია ქართველ "სამოციანელთა" ლიტერატურულ ტრადიციებს მიჰყვება. მისი ლექსი ლირიზმითა და განწყობილების სიმძაფრით გამოირჩევა ("სიმღერა სასოწარკვეთილისა", 1900 და სხვ.). წერდა პოემებს ("ცრემლთა წყარო", 1901; "დედა", 1900), თარგმნიდა ( ლერმონტოვის "მწირი", 1893; ფ. კოპეს "ბუდას მერცხალი", 1900; მ. არნოლდის "მნათობი აზიისა", 1900). პოეტის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვანო სარაჯიშვილის რეპერტუარში ("ოხ, მარგალიტავ!", 1896; რომანსი - "ოდესაც გიცქერ...", 1899).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ვართაგავა ი., კრიტიკული წერილები, ტ. 1, თბ., 1958;
- ზანდუკელი მ., ლიტერატურული ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1957
- ქსე, ტ. 1, გვ. 19, თბ., 1975