დაბა
ვიკიპედიიდან
დაბა — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტი. ფუნქციის მიხედვით განირჩევა მუშათა დაბა, საკურორტო დაბა, სააგარაკო დაბა და სხვა. დაბაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა დაბის საკრებულო, რომელსაც ირჩევს დაბის მოსახლეობა.
დაბა — ძველი ქართული ტერმინია დასახლებული პუნქტის მნიშვნელობით. დაბა ფუძის შემცველი ბევრი ტოპონიმია საქართველოში: დაბა (ბორჯომი), ახალდაბა (ოჩამჩირე, შუახევი, ახმეტა, ტყიბული, ბორჯომი, გარდაბანი, გორი, ახალგორი), ყველდაბა (ახალგორი), დაბაძველი (ბორჯომი, ტყიბული, შუახევი), გარდაბანი („გარე დაბანი“), უდაბნო (ე. ი. დაუსახლებელი ადგილი) და სხვა.
სვანურ ენაში შესატყვისი ტერმინი — „დაბ“, ხნულს ნიშნავს. როგორც ჩანს, თავდაპირველად დაბა იხმარებოდა დამუშავებული მიწის, ნახნავის მნიშვნელობით.