დაკარგული თაობა
ვიკიპედიიდან
დაკარგული თაობა (ინგლ. "Lost Generation"), XX საუკუნის 20-იანი წლების ევროპელ და ამერიკელ მწერალთა ჯგუფის პირობითი სახელწოდება. ჯგუფის ლოზუნგი გახდა გ. სტაინის სიტყვები: "თქვენ ყველანი დაკარგული თაობა ხართ!" ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ მწერლებს, რომლებმაც განიცადეს პირველი მსოფლიო ომის საშინელება, დაკარგეს დემოკრატიზმის გადარჩენის იმედი, რწმენა ტრადიციისა და მომავლისა და რომლებიც ანარქისტულ თვალსაზრისზე დადგნენ.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |