დედოფლისწყარო
ვიკიპედიიდან
ქალაქი
დედოფლისწყარო
|
დედოფლისწყარო — ქალაქი საქართველოში, დედოფლისწყაროს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ყოფილი წითელწყარო. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, თბილისი-დედოფლისწყაროს სარკინიგზო ხაზის საბოლოო პუნქტია. ქალაქად გამოცხადდა 1963 წელს. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მის მახლობლად დგას ხორნაბუჯის ციხე.