დონი (კოსმოსური ზონდი)
ვიკიპედიიდან
დონის მისია (Dawn Mission) გაშვებული 2007 წლის 27 სექტემბერს არის ნასას კოსმოსური ზონდი, რომლის მისია ასტეროიდების სარტყლის ორი ყველაზე მასიური წევრის გამოკვლევაა: ასტეროიდი ვესტასა და ჯუჯა-პლანეტა ქარონის. წინასწარი გათვლებით დონი ვესტას 2012 ან 2013 წლებში მიაღწევს, ქარონს კი — 2015 წელს.
დონი პირველი კოსმოსური ხომალდი იქნება, რომელიც დედამიწისა და მთვარის გარდა ორი პლანეტარული სხეულის ორბიტაზე მოხვდება, და ასევე პირველი, რომელიც ქარონს ეწვევა.