დრეპანას ბრძოლა
ვიკიპედიიდან
დრეპანას ბრძოლა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
პირველი პუნიკური ომი ნაწილი | |||||||
|
|||||||
მხარეები | |||||||
რომის რესპუბლიკა | კართაგენი | ||||||
მეთაურები | |||||||
პუბლიუს კლავდიუს პულქერი | ად ჰანიბალი ჰამილკარ ბარკა |
||||||
სიძლიერე | |||||||
დაახ 120 გემი | დაახ 120 გემი | ||||||
დანაკარგები | |||||||
93 გემი | არა |
პუნიკური ომები |
პირველი პუნიკური ომი |
მეორე პუნიკური ომი |
მესამე პუნიკური ომი |
პირველი პუნიკური ომი |
---|
მესინა – აგრიგენტუმის – ლიპარის კუნძულები – მილაი – სულცი – ტინდარისი – კაპე ეკნომუსი – ადისი – ტუნისი – პანორმუსი – ლილიბეუმი – დრეპანა – მთა ერიქსი – ეგატის კუნძულები |
დრეპანას ბრძოლა მოხდა რომაელებსა და კართაგენელებს შორის სიცილიაზე უპირატესობის მოსაპოვებლად, პირველი პუნიკური ომის დროს.
ძვ. წ. 249 წელს სიცილიაზე ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ლილიბეუმის გარშემო იყო კონცენტრირებული, რომლის ალყაც არაერთი თვე გრძელდებოდა.
რომის კონსულმა პუბლიუს კლავდიუსმა გადაწყვიტა დატყმა მიეყენებინა კართაგენული ფლოტის მთავარ ბაზაზე - დრეპანაზე. მან ფლოტით[1] ღამე დატოვა ლილიბეუმი და განთიადზე დრეპანაში ჩააღწია. რომაელებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი დარტყმა უეცარი იქნებოდა, მაგრამ არ გამოუვიდათ. კართაგენელმა ადმირალმა ატარბალმა მოასწრო ჯარისკაცების გემებზე აყვანა და პორტიდან გამოსვლა. იგი ქალაქის სამხრეთით წავიდა. იგი გავიდა დრეპანის კონცხსა და კლდოვან კუნძულებს შრის სრუტეში. რომის ფლოტის ნაწილი ჯერ არ იყო მოსული, ნაწილი კი უკვე ბუხტაში იყო. უკან გამოსვლაზე აურზაური დაიწყო, რომაული გემების ნაწილმა მოახერხა ცხვირით დასავლეთით და კუდით ნაპირისკენ განლაგება. ტიტუს ლივიუსთან წერია, რომ ბრძოლის წინ სამსხვერპლო ჩიტები არ კენკავდნენ საკენკს, რაც ცუდის მომასწავლებელი იყო. კლავდიუსმა ჩიტები გემიდან მოისროლა სიტყვებით ”თუ მათ კენკვა არ უნდათ, წყალი დალიონ”.
კართაგენელებმა რომაელები ნაპირდან მიაჭყლიტეს და ისე დაესხნენ თავს. ატარბალი მარჯვენა ფლანგს ხელმძღვანელობდა, რომლის პირისპირაც იყო კლავდიუსი. კართაგენელები ტარანებით ახჩობდნენ რომაულ გემებს, ან ისეთ ადგილებზე აგდებდნენ, სადაც ყალი არასაკმარისად ღრმა იყო. კლავდიუსმა 30 გემით მოახერხა სამხრეთით გამოსვლა. პოლიბიუსის თანახმად მტრებმა 93 გემი ჩაიგდეს ხელში, მეზღვაურებმა ნაპირზე გაქცევა მოახერხეს. ევთროპიუსის და ოროზიუსის თანახმად გადარჩა 30 გემი, ჩაიძირა ან ტყვედ ჩავარდა 90 გემი, გაიღუპა 8 000 რომაელი, ტყვედ 20 000 ჩავარდა. დიოდორეს თანახმად რომაელებმა 117 გემი და 20 000 ადამიანი დაკარგეს. ფრონტინეს თანახმად გადარჩა მხოლოდ 20 გემი.
კლავდიუსმა ბრძანა გადარჩენილი გენმების მორთვა, ვითომ გაიმარჯვეს, კართაგენელთა დასაფრთხობად.
[რედაქტირება] შენიშვნები
- ↑ ოროზიუსის თანახმად 120 გემი, პოლიბიუსთან 123, დიოდორე - 210.