ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
ელა ფიცჯერალდი - ვიკიპედია

ელა ფიცჯერალდი

ვიკიპედიიდან

ელა ფიცჯერალდი
ელა ფიცჯერალდი

ელა ჯეინ ფიცჯერალდი (Ella Jane Fitzgerald) (* 25 აპრილი, 1917, ნიუპორტ-ნიუზი, ვირჯინია ― † 15 ივნისი, 1996, ბევერლი ჰილსი, კალიფორნია), ასევე ცნობილი, როგორც ‘ლედი ელა’ (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.

დაიბადა ნიუპორტ-ნიუსში, ვირჯინია, აშშ 1917 წლის აპრილში; გაიზარდა იონკერში, ნიუ-იორკი. გულის შეტევით 38 წლის ასაკში დედის უეცარი გარდაცვალებისა, ხოლო მამის ბავშვის დაბადებისთანავე გაუჩინარებით, 14 წლის ასაკში დაობლდა.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

კარლ ვან ვეხტენის ფოტო, 1940
კარლ ვან ვეხტენის ფოტო, 1940

ელამ სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლონის თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს ცნობილ ერთ-ერთ ადრეულ “მოყვარულთა ღამეების” კონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა “ედვარდსის დების” (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. ელა იმ ღამეს შენიშნა ბარდუ ალიმ ჩიკ ვების ბენდიდან, რომელმაც ვები დაიყოლია ელა დაექირავებინა. ელა იწყებს სიმღერას ვების ორკესტრში 1935 წელს, ჰარლემის სავოის საბანკეტო დარბაზში. ელას რამდენიმე ჰიტ-სიმღერა აქვს ჩაწერილი მათთან, მათ შორის “(If You Can't Sing It), You'll Have to Swing It (Mr. Paganini)", თუმცა წარმატება საყმაწვილო ლექსის "A Tisket A Tasket" მისეულმა ინტერპრეტაციამ მოუტანა.

1939 წელს ჩიკ ვების გარდაცვალების შემდეგ, ბენდმა ტურები გააგრძელა ახალი სახელით “ელა ფიცჯერალდი და მისი განთქმული ორკესტრი”.

ელამ სოლო კარიერა 1941 წლიდან დაიწყო. თავდაპირველი სვინგის შემდეგ იგი რეპერტუარს სწრაფად ამრავალფეროვნებს და მოგვიანებით ბლიუზს, ბოსა-ნოვას, სამბას, გოსპელს, კალიფსოსა და საშობაო სიმღერებს ასრულებს. მისი გვიანდელი კონცერტები მდიდრდება სხვა მომღერალთა ბრწყინვალე იუმორისტული იმიტაციებით. კერძოდ, მას შეეძლო მერლინ მონროსა და ლუი არმსტრონგის ხმისა და ტიპიური ჟესტების საკმაოდ ზუსტი იმიტაცია.

1955 წელს დეკკას ჩამწერი სტუდიის დატოვების შემდეგ, მისი მენეჯერი, ნორმან ფრანზი მის გარშემო ქმნის ჯაზის ჩამწერ კომპანიას, ვერვი.

რვა სიმღერათა კრებული, რომელიც ელამ ვერვისთვის ჩაწერა არარეგულარული ინტერვალებით 1956-1964 წლებში წარმოადგენს მის კრიტიკოსთა მიერ ყველაზე წარმატებულად შეფასებულ ნამუშევრებს, და შესაძლოა მის ყველაზე მნიშვნელოვან შენატანსაც კი ამერიკული კულტურისთვის. სწორედ ეს სიმღერები წარმოადგენს “დიდ ამერიკულ სიმღერათა კრებულის” უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

ელა 1962 წლის ალბომის Ella Swings Gently with Nelson გარეკანზე
ელა 1962 წლის ალბომის Ella Swings Gently with Nelson გარეკანზე

ეს რვა ალბომია:

  • სიმღერები კოულ პორტერის სიმღერათა კრებულიდან (1956) (ბადი ბრეგმანი)
  • სიმღერები როჯერსისა და ჰარტის სიმღერათა კრებულიდან (1956) (ბრეგმანი)
  • სიმღერები დუკ ელინგტონის სიმღერათა კრებულიდან (1957) (დუკ ელინგტონი)
  • სიმღერები ირვინ ბერლინის სიმღერათა კრებულიდან (1958) (პოლ ვესტონი)
  • სიმღერები ჯორჯ და ირა გერშვინის სიმღერათა კრებულიდან (1959) (ნელსონ რიდლი)
  • სიმღერები ჰარლოდ არლენის სიმღერათა კრებულიდან (1961) (ბილი მეი)
  • სიმღერები ჯერომ კერნის სიმღერათა კრებულიდან (1963) (რიდლი)
  • სიმღერები ჯონი მერსერის სიმღერათა კრებულიდან (1964) (რიდლი)
*ფრჩხილებში მოცემულია ორგანიზატორთა სახელი.

ნიუ-იორკ ტაიმსის კოლუმნისტი ფრანკ რიჩი წერდა ელას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, რომ სიმღერათა კრებულების სერიაში, ელამ შეასრულა ისეთივე ექსტრაორდინალური კულტურული გადაცვლა, როგორც ეს ელვისის თეთრი და აფრიკულ-ამერიკული სოულის თანამედროვე ინტეგრაცია იყო. ეს შავი ქალი პოპულარიზებას უკეთებდა ქალაქურ სიმღერებს ხშირად დაწერილს იმიგრანტი ებრაელების მიერ და ძირითადად შესრულებულს თეთრი ქრისტიანების აუდიენციისთვის.

ელას ასევე ჩაწერილი აქვს ალბომები ექსკლუზიურად მიძღვნილი პორტერისა და გერშვინის სიმღერებისთვის 1972 და 1983 წლებში, სახელწოდებით 'Ella Loves Cole' და 'Nice Work If You Can Get It'. მოგვიანებით მან ჩაწერა კიდევ ერთი კოლექცია 'Ella Abraça Jobim', რომელშიც ანტონიო კარლოს ჟობიმის სიმღერებია გაჟღერებული.

[რედაქტირება] თანამშრომლობა ჯაზის სხვა შემსრულებლებთან

ელას ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა ლუი არმსტრონგთან, გიტარისტ ჯო პასთან და ბენდის ლიდერ კონტ ბასსა და დუკ ელინგტონთან იყო.

  • ელა წერს სამ ვერვის სტუდიო ალბომს არმსტრონგთან, ორ ალბომს “ელა და ლუისი” (1956) და “ელა და ლუისი ისევ” (1957), და მესამე ალბომი გერშვინის მიუზიკლიდან “პორგი და ბესი”. ელას არმსტრონგთან კიდევ რამდენიმე სინგლი აქვს ჩაწერილი დეკასთვის ადრეულ 1950-იანებში.
  • ელას ხშირად კვინტესსენციურ სვინგის მომღერალს უწოდებენ და შესაბამისად მისი თანამშრომლობა კონტ ბასთან ძალზე მნიშვნელოვანია. მათი ერთობლივი ალბომი „ელა და ბასი“ (1963) ითვლება ელას ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად. ბასის ბენდის სრული სვინგი და ახალგაზრდა ქუინსი ჯონსის არანჟირება წარმატებული გადახრა აღმოჩნდა ელასეულ „სიმღერათა კრებულების“ ჩანაწერებისა და ამ პერიოდში მისი მუდმივი ტურებისგან. ელა და ბასი მოგვიანებით ისევ ხვდებიან ერთმანეთს და 1979 წელს ალბომებს "Digital III at Montreux", "A Classy Pair" და "A Perfect Match" სწერენ.
  • ელა და ჯო პასი ოთხ ალბომს სწერენ ერთად ელას კარიერის ბოლოს. ელამ ჩაწერა რამდენიმე ალბომი ფორტეპიანოს აკომპანემენტით, თუმცა მისთვის საუკეთესო მელოდიური თანმხლები გიტარა უფრო აღმოჩნდა. ელა და პასი ერთად გამოდიან ალბომებში "Take Love Easy" (1973), "Easy Living" (1986), "Speak Love" (1983) და "Fitzgerald and Pass... Again" (1976).
  • ელა და დუკ ელინგტონი ორ ცოცხალ ალბომსა და ორ სტუდიურ ალბომს სწერენ ერთობლივად. მისი "Sings the Duke Ellington Songbook" ელინგტონის ოჯახს დიდ ამერიკულ სიმღერათა კრებულში სწერს, ხოლო 1960-იანებში ელა და დუკი ერთმანეთს ჯერ კოტ დ’აზურში 1966 წლის ალბომის „ელა და დუკი კოტ დ’აზურში“, ხოლო 1966 წელს შვედეთში სტოკჰოლმის კონცერტზე ჰვდებიან. მათი 1965 წლის ალბომი „Ella at Duke's Place“ ასევე საკმაოდ კარგად იქნა მიღებული.

ელას თანმხლებ შემსრულებლებად რამდენიმე სახელგანთქმული ჯაზური მუსიკოსი და სოლოისტი ჰყავდა მისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში. როი ელდრიჯი და დიზი გილესპი (საყვირები), ჰერბ ელისი (გიტარისტი) და პიანისტები ტომი ფლანაგანი, ოსკარ პეტერსონი, ოუ ლევი და პოლ სმითი - ყველა მუშაობდა ელასთან ძირითადად ცოცხალი შესრულებით.

ფრენკი და ელა, სატელევიზიო შოუში "თაიმექს სპეშიალ" (1958)
ფრენკი და ელა, სატელევიზიო შოუში "თაიმექს სპეშიალ" (1958)

შესაძლოა ელას ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა (პოპულარული მუსიკის მხრივ) მისი ფრენკ სინატრასთან სტუდიო ალბომია. სამწუხაროდ ელა და ფრანკს ერთდროულად სცენაზე გამოჩენა ხშირად არ მოუწიათ, თუმცა რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით აღსანიშნავია: სპეციალური სატელევიზიო ჩართვა 1958 და 1959 წლებში, და ისევ 1967 წელს, ამ შოუში ანტონიო კარლოს ჯობიმიც მონაწილეობდა. ელას გამოჩენა სინტრასთან და კონტ ბასისთან 1974 წლის ივნისში კონცერტთა სერიაში ცეზარის სასახლეში, ლას-ვეგასი, სინატრას სცანაზე დაბრუნების მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იყო 1970-იანებში მის მიერ თვითგამოცხადებული კარიერიდან წასვლის გადაწყვეტილების გადათქმისთვის. კონცერტთა სერიას უდიდესი წარმატება ხვდა წილად და იმავე წლის სექტემბერში მათ ბროდვეიზე ორი კვირის განმავლობაში $1.000.000 შემოსავალი მოუტანა.

[რედაქტირება] სატელევიზიო გამოჩენები

ელა ფიცჯერალდი პეგი ლის გვერდით ჩნდება, როგორც მსახიობი და მომღერალი ჯეკ ვების ჯაზის ფილმში „პიტ კელის ბლუზი“. ის ასევე ჩნდება აბოტისა და კოსტელოს ფილმში Ride 'Em Cowboy, 1958 წელს ფილმში „სენტ-ლუისის ბლუზი“ და 1960 წელს Let No Man Write My Epitaph. 1980 წელს ხანმოკლედ გაიელვა სატელევიზიო დრამაში "The White Shadow".

[რედაქტირება] პირადი ცხოვრება

ელამ ორჯერ იქორწინა, თუმცა არსებობს საბუთები, რომელიც მის მესამე ქონწინებაზე მეტყველებს. 1941 წელს ის მიჰყვება ბენი კორნეგეის, რომელიც შემდგომში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დააპატიმრეს. ქორწინება სწრაფად იქნა ანულირებული. მეორედ ელა 1947 წელს ქორწინდება ცნობილ ბასისტ რეი ბრაუნზე. ერთად მათ იშვილეს ელას ნახევარ-დის ახალშობილი, რომელსაც რეი ბრაუნ ჯუნიორი დაარქვეს. ელა და ბრაუნი 1952 წელს განქორწინდენ შესაძლოა გადატვირთული კარიერის ზეწოლის გამო.

1957 წლის ივლისში როიტერსი იტყობინებოდა რომ ელა მალულად დაქორწინდა თორ ეინარ ლარსენზე, ახალგაზრდა ნორვეგიელზე ოსლოდან. ელამ ბინაც კი შეიძინა ოსლოში, თუმცა ეს თავგადასავალი იმით დამთავრდა, რომ შვედეთის სასამართლომ ლარსენს ხუთი თვით მძიმე გამასწორებელი შრომა მიუსაჯა ყოფილი მეუღლისთვის ფულის მოპარვის ბრალდების დადასტურების გამო.

დიაბეტისგან უკვე დაბრმავებულს 1993 წელს ელას ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. 1996 წელს იგი გარდაიცვალა ბევერლი ჰილსში, კალიფორნია, 79 წლის ასაკში. დაკრძალულია ინგლვუდის პარკის სასაფლაოზე, ინგლვუდი, კალიფორნია. ელას მრავალი ჯილდოს, პირადი ნივთისა და დოკუმენტების ნაწილი საჩუქრად გადაეცა სმითსონიანის ინსტიტუტს.

[რედაქტირება] ალბომები

ელა 1959 წლის ალბომის Sings Sweet Songs for Swingers გარეკანზე.
ელა 1959 წლის ალბომის Sings Sweet Songs for Swingers გარეკანზე.

[რედაქტირება] დეკკა

ელამ გრამჩამწერ სტუდიასთან "დეკკა" თანამშრომლობა წლების განმავლობაში სინგლების ჩაწერის შემდეგ დაიწყო.

  • 1950 - "Ella Sings Gershwin"
  • 1954 - "Songs in a Mellow Mood"
  • 1955 - სიმღერები "Pete Kelly's Blues"-დან

[რედაქტირება] ვერვის ალბომები

ვერვის წლების განმავლობაში ელა სინგლებსაც წერს. 1956

  • "Ella Fitzgerald Sings the Cole Porter Songbook"
  • "Ella and Louis"
  • "Sings the Rodgers & Hart Songbook"

1957

  • "One o'Clock Jump"
  • "Ella and Louis Again"
  • "Sings the Duke Ellington Songbook"
  • Ella at the Opera House"
  • "Like Someone in Love"
  • "Porgy and Bess" (არმსტრონგისა და ფიცჯერალდის ალბომი)

1958

  • "Ella and Billie at Newport"
  • "Ella Swings Lightly"
  • "Sings the Irving Berlin Songbook"
  • "Ella in Rome: The Birthday Concert" (გამოშვებულია 1988 წელს)

1959

  • "Get Happy!"
  • "Sings Sweet Songs for Swingers"
  • "Sings the George and Ira Gershwin Songbook"

1960

  • "Ella in Berlin: Mack the Knife"
  • "Wishes You a Swinging Christmas"
  • "Hello, Love"
  • "Sings Songs from Let No Man Write My Epitaph" (კომპაქტ დისკის სახელია "The Intimate Ella")

1961

  • "Sings the Harold Arlen Songbook"
  • "Ella in Hollywood"
  • "Clap Hands, Here Comes Charlie!"
  • "Ella Returns to Berlin"

1962

  • "Rhythm Is My Business"
  • "Ella Swings Brightly with Nelson"
  • "Ella Swings Gently with Nelson"

1963

  • "Ella Sings Broadway"
  • "Sings the Jerome Kern Songbook"
  • "Ella and Basie!"
  • "These Are the Blues"

1964

  • "Hello, Dolly!"
  • "Sings the Johnny Mercer Songbook"
  • "Ella at Juan-Les-Pins"

1965

  • "Ella at Duke's Place"
  • "Ella in Hamburg"

1966

  • "Whisper Not"
  • "Ella and Duke at the Cote D'Azur"

1969

  • "Sunshine of your Love"

[რედაქტირება] კაპიტოლის ალბომები

1967

  • "Brighten the Corner"
  • "Ella Fitzgerald's Christmas"

1968

  • "30 by Ella"
  • "Misty Blue"

[რედაქტირება] რეპრაიზის ალბომები

1969

  • "Ella"

1970

  • "Things Ain't What They Used to Be"

[რედაქტირება] ატლანტიკის ალბომები

1972

  • "Ella Loves Cole" (სტუდია პაბლოს მიერ გამოშვებულია, როგორც "Dream Dancing")

[რედაქტირება] კოლამბიის ალბომები

1973

  • "Newport Jazz Festival: Live at Carnegie Hall"

[რედაქტირება] პაბლოს ალბომები

1966

  • "The Stockholm Concert, 1966"

1970

  • "Ella in Budapest, Hungary"

1971

  • "Ella A Nice"

1972

  • "Jazz at Santa Monica Civic '72"

1973

  • "Take Love Easy"

1974

  • "Fine and Mellow" (გამოშვებულია 1979 წ.)
  • "Ella in London"

1975

  • "Ella and Oscar"
  • "Montreux '75"

1976

  • "Fitzgerald and Pass... Again"

1977

  • "Montreux '77"

1978

  • "Lady Time"
  • "Dream Dancing"

1979

  • "Digital III at Montreux"
  • "A Classy Pair"
  • "A Perfect Match" 1979 წლის ეს ცოცხალი შესრულება მონროს ჯაზის ფესტივალზე არსებობს ვიდეო ფორმატითაც "Ella and Basie - the Perfect Match, '79"

1981

  • "Ella Abraça Jobim"

1982

  • "The Best Is Yet to Come"

1983

  • "Speak Love"
  • "Nice Work If You Can Get It"

1986

  • "Easy Living"

1989

  • "All That Jazz"

[რედაქტირება] ბოქს-სეტები და კოლექციები

  • "The Complete Ella Fitzgerald Songbooks"
  • "The Complete Ella Fitzgerald & Louis Armstrong on Verve"

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com