ელიზბარ ერისთავი (ერისთვისშვილი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ერისთავი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ერისთავი |
ელიზბარ გიორგის ძე ერისთავი (ერისთვისშვილი) (დ. 1738 ― გ. 1813), ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.
ერეკლე II-ის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო, რისთვისაც გააძევეს ქართლიდან. ბესიკთან ერთად დიდი გავლენა ჰქონდა იმერეთის სამეფო კარზე. სოლომონ II-ის დროს იძულებული გახდა იმერეთი დაეტოვებინა. ერისთავი ბესიკის სკოლის წარმომადგენელია. მის ლექსებში გამოხატულია სოციალური და პოლიტიკური პრივილეგიების დაკარგვით გამოწვეული სევდა. მისი პოეტური მემკვიდრეობა დაცულია ხელნაწერების სახით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- რუხაძე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954;
- მიქაძე გ., ქსე, ტ. 4, გვ. 193, თბ., 1979