ვაშინგტონი (შტატი)
ვიკიპედიიდან
ვაშინგტონი (Washington, Wa), შტატი აშშ-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი ეწოდა აშშ-ს 1-ლი პრეზიდენტის პატივსაცემად. XVIII საუკუნეში იკვლევდნენ ესპანელები და ინგლისელები. 1811 – პირველი დასახლებები. იყო ორეგონის ნაწილი. 1853 – აშშ-ს ტერიტორია. 1889-დან აშშ-ს შტატია.
- ფართობი – 172 ათასი.
- მოსახლეობა - 6,179 ათასი (თეთრი 88,2 %, აფროამერიკელი 3,1 %, აზიელი 4,3 %: 29 ათასი იაპონელი, 32 ათასი ჩინელი, ლათინურამერიკელი 4,4 %).
- ქალაქის მოსახლეობა - 73,5 %.
- ქალაქები – ოლიმპია (დედაქალაქი), 39 ათასი, სიეტლი, 525 ათასი, სპოკენი, 187 ათასი, ტაკომა, 179 ათასი.
- ცნობილი ადამიანები – ბინგ კროსბი, ჯიმი ჰენდრიქსი.