ვახტანგ კიკაბიძე
ვიკიპედიიდან
ვახტანგ კიკაბიძე | |
"მიმინოს" როლში |
|
დაბადების სახელი | ვახტანგ კიკაბიძე |
დაბადების ადგილი | თბილისი |
დაიბადა | 19 ივლისი, 1938 |
ოფიციალური ვებგვერდი | buba.ru |
გამორჩეული როლები | ვალიკო (მიმინო), ბენჯამენი (არ იდარდო!), ... (ვერის უბნის მელოდიები) |
ვახტანგ "ბუბა" კიკაბიძე (დ. 19 ივლისი, 1938, თბილისი) — ქართველი საერტრადო მომღერალი, კინომსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველმქნელის და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე. 1999 წელს მოსკოვში "ვარსკვლავების მოედანზე" ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, რომლებიც მაყურებელთათვის საყვარელი გმირები გახდნენ. მათ შორისაა ფილმები "არ იდარდო!", "მიმინო", "ვერის უბნის მელოდიები" და მისთ. ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით იყო "ფორტუნა" გადაღებული გიორგი დანელიას მიერ 2000 წელს.