ვერე (მდინარე)
ვიკიპედიიდან
ვერე | |
---|---|
სათავე: | თრიალეთის ქედი |
ვერე, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მტკვრის მარჯვენა შენაკადი, სათავე აქვს დიდგორის მთის მიდამოებში და ერთვის მტკვარს ქ. თბილისის ფარგლებში. სიგრძე 45 კმ. აუზის ფართობი 194 კმ2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 0,97 მ3/წმ. მთავარი შენაკადებია - მარცხენა: ლასტისციხისხევი და ვენახევისხევი, მარჯვენა - ბეთანიისწყალი. შუა დინებასა და ქვემოთში იყენებენ სარწყავად. ვახუშტი ბატონიშვილი სკვირეთადაც მოიხსენიება. ვერეს ხეობაში მდებარეობს ბეთანიის მონასტერი, თბილისის ზოოპარკი, ბავშვთა ქალაქი ”მზიური”.